გიორგი შერმადინი, ლენოვო ტენერიფე
Aa
Aa

მარტის MVP - შერმადინს კუთვნილი ჯილდო გადასცეს

„ლენოვო ტენერიფეს“ ქართველ კალათბურთელს, გიორგი შერმადინს ესპანეთის საკალათბურთო ლიგის მარტის თვის საუკეთესო მოთამაშის პრიზი გადაეცა.

შერმადინს განკუთვნილი ჯილდო ფინელმა თანაგუნდელმა, სასუ სალინმა გადასცა.

33 წლის კალათბურთელი მარტის საუკეთესო კალათბურთელად აპრილის დასაწყისში დაასახელეს. გასულ თვეში შერმადინმა საშუალოდ 17.2 ქულა, 6.0 მოხსნა და 1.4 შედეგიანი გადაცემა დააგროვა, რაც Liga Endesa-ში მონაწილე ყველა კალათბურთელს შორის საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

ამასთან, გიორგი შერმადინი საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე აპრილის თვის სიმბოლურ ხუთეულშიც მოხვდა. ტურნირზე, ქართველმა კალათბურთელმა აპრილში საშუალოდ 14.5 ქულა დააგროვა, მიმდინარე სეზონში კი მისი მაჩვენებელი საშუალოდ 13.2 ქულა, 6.5 მოხსნა და 1.1 დაფარებაა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შერმადინი ჩემპიონთა ლიგაზე სეზონის საუკეთესო ცენტრის წოდებისთვისაც იბრძვის. გულშემატკივარს ხმის მიცემა აღნიშნული ბმულის მეშვეობით შეუძლია - მიეცი ხმა!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
25 ქულა 27 წუთში - შერმადინმა ბარსელონასთან გაიბრწყინა
25 ქულა 27 წუთში - შერმადინმა ბარსელონასთან გაიბრწყინა