ლაშა ფირცხალაიშვილი, საქართველოს 18-წლამდე ნაკრები
Aa
Aa

პარკაძის და ლაცაბიძის გოლები - 18-წლამდე ნაკრებმა შვეიცარია დაამარცხა

ლაშა ფირცხალაიშვილის გაწვრთნილმა საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა შვეიცარიის ქალაქ ცუგში შვეიცარიის 18-წლამდე ნაკრები მძიმე ბრძოლაში დაამარცხა (1:2).

ანგარიში 41-ე წუთზე ლუკა წულუკიძის პასის შემდეგ ლუკა პარკაძემ თავური დარტყმით გახსნა. 55-ე წუთზე წულუკიძემ მეორე საგოლე პასი შეასრულა, ფლანგიდან ტექნიკურად ჩააწოდა, საჯარიმოში ლუკა ლაცაბიძემ იაქტიურა და ახლო კუთხეში შეაგდო.

70-ე წუთზე პიროშ ფიშერის საგოლე პასის შემდეგ ნანდო ტოგენბურგერმა ანგარიში შეამცირა.

მატჩის მიწურულს შვეიცარიის ნაკრები დიდ უპირატესობას ფლობდა, საქართველოს ნაკრების მოთამაშეები კარის უსაფრთხოებაზე იყვნენ ორიენტირებულნი და ეს ამოცანა წარმატებით შეასრულეს.

საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშა: მაქაცარია, გოგნაძე (დათუაშვილი 73), ლაცაბიძე, გოგლიჩიძე, პირტახია, ტაბატაძე (სიგუა 73), ცხოვრებაშვილი, მუხრან ბაგრატიონი (კ), პარკაძე (მორჩილაძე 60),, წულუკიძე, ღურწკაია (იობაშვილი 60)

შვეიცარიისა და საქართველოს 18-წლამდე ნაკრებები კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს 28 აპრილს გამართავენ. შეხვედრა კვლავ ცუგში შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რამდენიმე დღე დაისვენებს - კიტეიშვილს გამოკვლევა ჩაუტარდა
რამდენიმე დღე დაისვენებს - კიტეიშვილს გამოკვლევა ჩაუტარდა