თორნიკე შენგელია, ვირტუს ბოლონია
Aa
Aa

შენგელიას 9 ქულა - ვირტუს ბოლონია ევროთასის ნახევარფინალშია

ევროთასის მეოთხედფინალში „ვირტუს ბოლონიამ“ „რატიოფარმ ულმის“ უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში 83:77 დაამარცხა. იტალიური კლუბი ნახევარფინალში გავიდა.

სასტარტო ხუთეულში მოგვევლინა თორნიკე შენგელია, რომელმაც პარკეტზე 27 წუთი და 26 წამი დაყო. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 9 ქულა, 4 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

მასპინძელთა მხრიდან ყველაზე გამორჩეული მუჰამადუ ჟატიე იყო, რომელმაც არასრულ 27 წუთში 27 ქულა, 11 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ „ვირტუს ბოლონია“ ნახევარფინალში „ლევალოისსა“ და „ვალენსიას“ შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები