ჩემპიონთა ლიგა, ბათუმის დინამო
Aa
Aa

ჩემპიონთა ლიგაზე ბათუმის დინამოს სავარაუდო მეტოქეები ცნობილია

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ბათუმის „დინამო“ ზაფხულიდან ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაებმება.

გია გეგუჩაძის გუნდი განუთესავთა შორის მოხვდა და დღეს მათი სავარაუდო 8 მეტოქის ვინაობა გახდა ცნობილი. ჯამში ასეთი 17 იქნება, ჩემპიონატების დასრულების შემდეგ ყველა მათგანის სახელი გვეცოდინება.

ამჟამად სავარაუდო მეტოქეთა სია ასეთია: მალმიო, ლუდოგორეცი, ბოდო გლიმტი, სლოვანი, ფერენცვაროში, ჰიკი, ჟალგირისი, ნიუ სეინტსი.

საქართველოს ჩემპიონი ჩვენს ქვეყანას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ისტორიაში პირველად წარადგენს. სხვადასხვა დროს, 1923 წელს დაარსებული აჭარული კლუბი საქართველოს თასისა (1997-1998) და საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული (1998) გახლდათ, ასევე 4-ჯერ ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი (1997–1998, 2014–2015, 2019/2020), თუმცა მათთვის ოქროს მედალი პირველია.

ბათუმის დინამო კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში

შეგახსენებთ, რომ გია გეგუჩაძის გუნდმა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-9 ტურში ქუთაისის ''ტორპედო'' შინ მოქმედ ჩემპიონ ბათუმის ''დინამოსთან'' დამარცხდა - 0:3.

9 ტურის შემდეგ ბათუმის ''დინამო'' 22 ქულით პირველ ადგილზეა, გორის ''დილას'' 3 ქულით უსწრებს, ''საბურთალოსა'' და თბილისის ''დინამოს'' - 7-7 ქულით.

მომდევნო ტურში ბათუმის ''დინამო'' ბოლნისის ''სიონს'' ესტუმრება (20 აპრილი, 16:00), ქუთაისის ''ტორპედოს'' მეტოქე ''რამაზ შენგელიაზე'' თბილისის ''დინამო'' იქნება (29 აპრილი, 21:00).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"სახელის წარმოთქმა მიჭირს, მაგრამ ნაპოლისთვის კარგი ტრანსფერია" - გულშემატკივრები ხვიჩაზე