საქართველოს ქალთა ლიგა - პირველი ტურის ანონსი
Aa
Aa

საქართველოს ქალთა ლიგა - პირველი ტურის ანონსი

საქართველოს ქალთა ლიგა 30 აპრილს განახლდება. CrystalSport გთავაზობთ პირველი ტურის განრიგს.

პირველი ტურის მატჩები 30 აპრილს გაიმართება. მოქმედი ჩემპიონი „ლანჩხუთი“ „გორი იუნაიტედს“ საკუთარ კედლებში დაუპირისპირდება. შეხვედრა 16:30-დან დაიწყება.

თბილისის „კვარტალი“ ნუცუბიძის საფეხბურთო ცენტრში სოხუმის „დინამოს“ უმასპინძლებს. ეს მატჩი 16:00-დან დაიწყება.

პაატა თათარიშვილის სახელობის სტადიონზე, გასული სეზონის აღმოჩენა ხობის „კოლხეთი“ ქუთაისის „მართვეს“ უმასპინძლებს. ეს მატჩი 16:30-დან დაიწყება.

რაც შეეხება „ნიკეს“, გივი კვარაცხელიას გუნდმა სახელი შეიცვალა და მომავალ სეზონში სამეგრელოს სახელით იასპარეზებს. საქართველოს ლიგის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდი პირველ მატჩს ვაკის საფეხბურთო ცენტრში ნორჩი „დინამოს“ წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნული დაპირისპირება 16:00-დან დაიწყება.

წყარო - womensleague.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები