ინტერი, პსჟ, ვანდა ნარა
Aa
Aa

ვანდა ნარა: "ბროზოვიჩთან ურთიერთობა არასდროს მქონია"

2019 წელს, ფაბრიციო კორონამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვანდა ნარას იკარდისგან პარალელურად ურთიერთობა მარსელო ბროზოვიჩთან ჰქონდა. ფაბრიციომ მათი აუდიო ჩანაწერი გამოაქვეყნა, თუმცა ყველაფერი საკმაოდ არარეალურს ჰგავდა.

ამ საკითხთან დაკავშირებით, ვანდა ნარამ კორონას უჩივლა. დღეს გამართულ სასამართლოზე მან თქვა:

„ბროზოვიჩთან ურთიერთობა არასდროს მქონია. მე და იკარდის ტრადიციული ოჯახი გვაქვს და ამ ამბავმა პრობლემები შეგვიქმნა. ჩვენი შვილები სკოლაში დადიოდნენ და მათ დასცინოდნენ. პრობლემები ჩემს ქმარსაც შეექმნა. აუდიო ჩანაწერი სიმართლეს არ შეესაბამება.

მაურო იძულებული გახდა, რომ კლუბი შეეცვალა. მისი დაცვის ნაცვლად, „ინტერმა“ სიტუაცია კიდევ უფრო მეტად დაამძიმა. მას უთხრეს, რომ ან აგენტი უნდა შეეცვალა, ან კლუბი. ჩამოართვეს კაპიტნის სამკლაური და რეალურად წასვლისკენ მიუთითეს. ამ ყველაფერმა ძალიან ბევრი პრობლემა შექმნა. იმედი მაქვს სწორ გადაწყვეტილებას მიიღებთ.“

შეგახსენებთ, რომ მაურო იკარდიმ „ინტერი“ 2019 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ დღეს დატოვა და „პარი სენ ჟერმენს“ შეუერთდა. მკაცრმა კონკურენციამ არგენტინელი თავდამსხმელის კარიერა ნელ-ნელა უკან დახია. მაურომ ისეთი დიდი ფეხბურთი ვერ ითამაშა, როგორსაც მისგან ელოდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები