შტურმი, ოთარ კიტეიშვილი, საქართველოს ნაკრები
Aa
Aa

"კიტემ" საკლუბო სეზონი დაასრულა - სანაკრებო მატჩებისთვის მზად იქნება

საქართველოს ნაკრებისა და გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველი, ოთარ კიტეიშვილი კვლავ ტრავმირებულია. 26 წლის ფეხბურთელმა მორიგი დაზიანება გუშინ, ვენის „რაპიდის“ წინააღმდეგ მიიღო. კიტეიშვილი მოედანზე 58-ე წუთზე, ნიანგბოს მაგივრად შემოვიდა, თუმცა ზუსტად 3 წუთში დაზიანება მიიღო და ის მთავარმა მწვრთნელმა მოედნიდან გაიყვანა.

სპორტულ მედიაში, „ჯვაროსნების“ ფეხბურთელთან დაკავშირებით არაერთი ინფორმაცია გავრცელდა. თავდაპირველად დაიწერა, რომ ოთარის ტრავმა იმდენად მძიმე იყო, რომ მისთვის სეზონი დასრულებულად გამოცხადდა.

მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაზიანების სიმძიმე ნაკლებად რთული იყო და „კიტე“ მოედანს მალე დაუბრუნდებოდა. საბოლოოდ გაირკვა, რომ ქართველი ფეხბურთელი 3 კვირას იუქმებს. ეს იმას ნიშნავს, რომ საკლუბო სეზონი მისთვის დამთავრდა, თუმცა აღნიშნული რეაბილიტაციის ვადა საქართველოს ნაკრების მატჩებში მონაწილეობის საშუალებას იძლევა.

ასევე გეტყვით, CrystalSport-ის ცნობით, გრაცის ''შტურმის'' ქართველ ფეხბურთელს, სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, რომლის მიხედვით ფეხბურთელი სრულიად ჯანმრთელია, გამოკვლევიდან გამომდინარე ტრავმირებული არაა, თუმცა მოთამაშე ტკივილს გრძნობს.

„ჯვაროსნები“ ივნისში ერთა ლიგაზე გიბრალტარს, ბულგარეთს და ჩრდ.მაკედონიას დაუპირისპირდებიან. დიდი ალბათობით, კიტეიშვილი ივნისში მზად იქნება და საქართველოს ნაკრებს დაეხმარება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები