ჩემპიონთა ლიგა
Aa
Aa

1-მატჩიანი ნახევარფინალები? ჩემპიონთა ლიგის ფორმატი შესაძლოა შეიცვალოს

The Times ჩემპიონთა ლიგასთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. წყაროს ცნობით, შესაძლოა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის წესები და ფორმატი შეიცვალოს.

როგორც მოგეხსენებათ, ახლა პლეი-ოფის დაპირისპირებები 2-მატჩიანი გახლავთ. უეფა-ს მესვეურები ფიქრობენ, რომ ნახევარფინალები 1-მატჩიანი გახდეს. ასევე ვიგებთ, რომ ნახევარფინალები და ფინალი 1 კვირის განმავლობაში 1 კონკრეტულ ქალაქში ჩატარდეს.

Times-ს თუ დავუჯერებთ, ისეთი დიდი გუნდები, როგორებიც „რეალი“, „სიტი“ „პარი სენ ჟერმენი“ და „მანჩესტერ სიტი“ არიან, ახალ პროექტს მხარს უჭერენ.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად ჩემპიონთა ლიგაზე სწორედ ნახევარფინალური დაპირისპირებების დროა. „მანჩესტერ სიტიმ“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 4:3 დაამარცხა. ხოლო მეორე მატჩში გამარჯვებულის ბედს „ლივერპული“ და „ვილიარეალი“ გაარკვევენ.

ცნობისთვის, ამ საკითხთან დაკავშრებით ფეხბურთის მმართვენ ორგანოებს ფიფა-ს და უეფა-ს არანაირი განცხადება არ გაუკეთებიათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები