ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

მადრიდის მასტერსი - ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია

მიუნხენის ტურნირის მეორე წრეში სერბ მიომირ კეჩმანოვიჩთან მარცხის შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილი მადრიდის მასტერსში მიიღებს მონაწილეობას.

ქართველის მეტოქე იტალიელი ფაბიო ფონინი იქნება, რომელიც მსოფლიოს 50-ე ჩოგანია. მათი დაპირისპირება 2 მაისს, თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება.

რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, წარსულში მათ მხოლოდ ერთხელ ითამაშეს, გასულ წელს ცინცინატის მასტერსის 1/32-ფინალურ ეტაპზე ფონინიმ ბასილაშვილი ორ სეტში დაამარცხა. ფონინის დამარცხების შემთხვევაში ბასილაშვილს კარლოს ალკარასს შეხვდება, რომელიც ესპანური ჩოგბურთის ამომავალ ვარსკვლავად ითვლება.

ბასილაშვილს მადრიდის მასტერსზე სამჯერ უთამაშია, სამივე შემთხვევაში პირველივე წრეში დამარცხდა.

შეგახსენებთ, ქართველი ჩოგბურთელი მიმდინარე კვირაში მიუნხენის ტურნირში ასპარეზობდა. მერვედფინალში ქართველმა სამ სეტში მოუგო ბელარუს ივაშკას, მაგრამ შემდეგ სერბ კეჩმანოვიჩთან 6:7, 2:6 დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მატჩის მეფე ! - მამარდას ბრწყინვალე თამაში ლა ლიგაში
მატჩის მეფე ! - მამარდას ბრწყინვალე თამაში ლა ლიგაში