ეროვნული ნაკრები, აკაკი დევაძე, ვილი სანიოლი
Aa
Aa

აკაკი დევაძე: ,,სანიოლის საქართველოს ნაკრებს წაგებული მატჩის შემობრუნება შეუძლია"

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მეკარემ და ამჟამად დინამო თბილისის აკადემიის მწვრთნელმა, აკაკი დევაძემ, საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ვილი სანიოლის ფორმაციის ეროვნული ნაკრების შესახებ ისაუბრა და მოცემული მომენტისთვის ფრანგი სპეციალისტის მუშაობა დადებითად შეაფასა:

პროგნოზი არ მიყვარს, მაგრამ ნაკრებს იმედის თვალით მას შემდეგ ვუყურებ, რაც ვილი სანიოლი ჩამოვიდა. დამეთანხმებით, რომ ნაკრების თამაში აშკარად სტაბილური გახდა. ჩვენ ტაიმში წაგებული ნაკრები ვიყავით. პირველი ტაიმის შემდეგ ვიცოდით, რაც მოხდებოდა. ახლა გუნდს შეუძლია წაგებული მატჩიც შემოაბრუნოს და 90 წუთი გამართული ფეხბურთი აჩვენოს. კარგი იქნება, ასე თუ გააგრძელებს. პირადად მე, ნაკრებს იმედის თვალით ვუყურებ.

მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის მიმდინარე წელი საკმაოდ დატვირთული იქნება - ჩვენი გუნდი ერთა ლიგის C4 ჯგუფში ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით, ბულგარეთს, ჩრდილოეთ მაკედონიასა და გიბრალტარს დაუპირისპირდება.

საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის ერთა ლიგა უცხო არ არის.  ჩვენმა გუნდმა შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა და გასულ წელს ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში გავიდა, სადაც სამწუხაროდ, ფინალური შეხვედრა კარგად ნაცნობი ჩრდილოთ მაკედონიის წინააღმდეგ, დინამო არენაზე, მინიმალური სხვაობით დათმო (0-1) და ევრო 2020-ზე მოსახვედრად მხოლოდ ერთი ნაბიჯი დააკლდა.

კომენტარი: 1TV

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იუვენტუსის ყოფილი მწვრთნელი: ,,ჯანო მეტს იმსახურებდა და ნაკლებს მიაღწია
იუვენტუსის ყოფილი მწვრთნელი: ,,ჯანო მეტს იმსახურებდა და ნაკლებს მიაღწია"