რეალი, ჩემპიონთა ლიგა, კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

ანჩელოტი: კარგად გვაქვს გაანალიზებული მატჩის სირთულე და მნიშვნელობა

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, „მანჩესტერ სიტისთან“ გასამართ საპასუხო მატჩამდე 1 დღით ადრე პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

რა თქვა ანჩელოტიმ:

„წარმოუდგენელი შესაძლებლობა გვაქვს, რომ კიდევ ერთი ფინალი ვითამაშოთ, მაგრამ ეს ურთულესი იქნება. დარწმუნებული ვარ, ლა ლიგის მოგების შემდეგ სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფერო იქნება.

ერთმანეთს ორი უმაღლესი დონის გუნდი დაუპირისპირდება, რომლებიც ერთმანეთისგან როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად და ტექნიკურად განსხვავებულია.

ძალიან მნიშვნელოვანია კაზემიროს დაბრუნება, ის მნიშვნელოვან დახმარებას უწევს გუნდს დაცვით ასპექტში. თუმცა, არ იქნება ალაბა, რომელიც პირველ შეხვედრაში დაშავდა.

გუნდი მაქსიმალურადაა მოტივირებული და ორიენტირებულია გამარჯვებაზე. გვაქვს უდიდესი გამოწვევა - კიდევ ერთხელ ვითამაშოთ ჩემპიონთა ლიგის ფინალში. კარგად გვაქვს გაანალიზებული მატჩის სირთულე და მნიშვნელობა. რაც ყველაზე მთავარია, საკუთარი შესაძლებლობების გვჯერა. მეტოქეს მცირე უპირატესობა აქვს და ვეცდებით, ეს ხვალინდელ თამაშში სასიკეთოთ შემოვატრიალოთ“.

შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის, მანჩესტერში, „ეტიჰად სთედიუმზე“ გამართული პირველი შეხვედრა „სიტის“ გამარჯვებით, 4:3 დასრულდა. ხვალინდელი მატჩი კი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანჩელოტი: „ბენზემა ოქროს ბურთს მოიგებს, რეალის შემდეგ ალბათ კარიერას დავასრულებ“
ანჩელოტი: „ბენზემა ოქროს ბურთს მოიგებს, რეალის შემდეგ ალბათ კარიერას დავასრულებ“