იურგენ კლოპი
Aa
Aa

კლოპი: ''მესამედ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ეს ძალიან რთულია''

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური სტადიის საპასუხო მატჩში ''ვილიარეალი'' შინ ''''ლივერპულთან'' 2:3 დამარცხდა. ორი მატჩის ჯამში ინგლისურმა გუნდმა 5:2 გაიმარჯვა. გერმანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით ''მერსისაიდელები'' ჩემპიონთა ლიგის ფინალში მესამედ გავიდნენ.

საპასუხო მატჩის შემდეგ იურგენ კლოპმა პრესკონფერენცია გამართა:

''ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა მესამედ გავედით, ეს ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით. 

შესვენებისას ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ უკეთ ეთამაშათ. ჩვეულებრივ, ასეთ ვითარებებში გამოსავალს ვეძებთ ხოლმე. ამ მატჩშიც ასე მოხდა.

პირველი ტაიმის შემდეგ მთელი მსოფლიო ფიქრობდა, რომ 3:0-ის შანსი მეტი იყო ვიდრე 2:1-ის, თუმცა ჩვენ აქ ვართ. მეორე ტაიმის დასაწყისში ჩვენი მოქმედებებიდან და მოძრაობებიდან გამომდინარე ვიცოდი, რომ თამაშის გამოსწორება შეგვეძლო, მაგრამ უნდა გაგვეტანა. ეს იყო ძალიან, ძალიან განსაკუთრებული''.

''რეალისა'' და ''მან. სიტის'' შეხვედრას ვუყურებ. რომელიმე გუნდის გამარჯვების სურვილი არ მაქვს. ვინც მოიგებს, ფინალში თამაშს ის დაიმსახურებს''.

''ლივერპული'' პირველი ინგლისური კლუბი გახდა, რომელიც ერთ სეზონში ჩემპიონთა ლიგის, ინგლისის ასოციაციის თასისა და ინგლისის ლიგის თასის ფინალში გავიდა.

''ლივერპული'' ფინალში ''მან. სიტისა'' და ''რეალს'' შორის გამარჯვებულს შეხვდება. პირველი მატჩი გუარდიოლას გუნდმა შინ 4:3 მოიგო. საპასუხო მატცი 4 მაისს, მადრიდში გაიმართება, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლივერპული ფინალშია - მერსისაიდელთა ''ქამბექი'' ესპანეთში
ლივერპული ფინალშია - მერსისაიდელთა ''ქამბექი'' ესპანეთში