ნიკოლოზ ბასილაშვილი, მადრიდის მასტერსი
Aa
Aa

მარცხი ალკარასთან - ბასილაშვილი მადრიდის მასტერსს გამოეთიშა

ნიკოლოზ ბასილაშვილი მადრიდის მასტერსს დაემშვიდობა. ქართველი ჩოგბურთელი ტურნირის მეორე წრეში მსოფლიო რეიტინგის მე-9 ნომერს, ესპანელ კარლოს ალკარასს შეხვდა და ორ სეტში 3:6, 5:7 დამარცხა.

18 წლის ჩოგბურთელი ტურნირზე მე-7 ნომრად არის განთესილი და წყვილშიც ფავორიტად იყო მიჩნეული. შესაბამისად, ალკარასმა ფავორიტის სტატუსი გაამართლა და 1:23 საათიან დაპირისპირებაში ბასილაშვილი დამაჯერებლად დაამარცხა.

ცნობისთვის, ნიკა დღეის მდგომარეობის ATP-ის რეიტინგში 27-ე ადგილზეა. ქართველი ჩოგბურთელის მომდევნო ტურნირი რომის მასტერსი იქნება, სადაც ბასილაშვილი ასპარეზობაში 8 მაისიდან ჩაერთვება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბითაძის ახალი კონტრაქტი? - IndyStar-ი ქართველ ცენტრზე წერს
ბითაძის ახალი კონტრაქტი? - IndyStar-ი ქართველ ცენტრზე წერს