ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, თბილისის დინამო, ბათუმის დინამო
Aa
Aa

საქართველოში უკვე კვარაცხელია-მანიაა - იტალიაში დინამოების დერბის ეხმაურებიან

გუშინ, Crystalbet ეროვნული ლიგის მე-11 ტურში თბილისის „დინამომ“ საკუთარ მოედანზე საქართველოს მოქმედ ჩემპიონს, ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა.

იმის მიუხედავად, რომ შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა, სტადიონზე მისულმა გულშემატკივარმა მაინც სანახაობრივი თამაში იხილა.

ბათუმელთა შემადგენლობაში 90 წუთი ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც 2022 წლის ზაფხულში, „ნაპოლის“ უნდა შეუერთდეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, კარლო ალვინომ სოციალურ ქსელში „დინამო არენაზე“ გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ქართველი ქომაგია ნაჩვენები. ეს ფოტო გამორჩეული იმითაა, რომ გულშემატკივარს „ნაპოლის“ მაისური აცვია, ზურგზე კი კვარაცხელიას გვარი და ამავდროულად 23 ნომერი აწერია. იტალიაში ვარაუდობენ, რომ „კვარა“ ახალ გუნდში 23-ნომრიან მაისურს მოირგებს.

„საქართველოში უკვე კვარაცხელია-მანიაა. გულშემატკივრები აღფრთოვანებულები არიან მათ ჩემპიონატში ასეთი ფეხბურთელის თამაშით. სტადიონზე ფანები უკვე ნაპოლის მაისურებითაც ჩნდებიან“, - წერს „ნაპოლისთან“ დაახლოებული სააგენტო Tuttonapoli.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ნეაპოლურ გუნდთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, ჯანლუკა დი მარციომაც. ქართველი ფეხბურთელი ბოლო წლების განმავლობაში ყაზანის „რუბინის“ შემადგენლობაში ირიცხებოდა, თუმცა უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო FIFA-ს მიერ მინიჭებული უფლება გამოიყენა და რუსეთის ჩემპიონატი დატოვა.

21 წლის ფეხბურთელი ამჟამად ბათუმის „დინამოს“ ღირსებას იცავს და Crystalbet ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 4 მატჩში 3 გოლის გატანაც მოასწრო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საოცარი ატმოსფერო - ხვიჩას ფაქტორი, ბევრი მომენტი და უგოლო მატჩი
საოცარი ატმოსფერო - ხვიჩას ფაქტორი, ბევრი მომენტი და უგოლო მატჩი