რაფაელ ნადალი
Aa
Aa

რეალი-სიტის გამოტოვება არ უნდა - ნადალმა ითხოვა მისი მატჩი საღამოს არ ჩაენიშნათ

დღეს, მადრიდის მასტერსზე რაფაელ ნადალი ჩაერთვება და თავის პირველ შეხვედრას გამართავს. ესპანელი ჩოგბურთელი მიომირ კეცმანოვიჩს დაუპირისპირდება და მატჩი თბილისის დროით, 18:00-ზე დაიწყება, რაც რაფას სურვილი იყო.

Marca-ს ინფორმაციით, ნადალი ტურნირის ორგანიზატორებს დაუკავშირდა და სთხოვა, რომ მისი მატჩი საღამოს არ ჩაენიშნათ, რათა „რეალისა“ და „სიტის“ დაპირისპირება არ გამოეტოვებინა. რაფა „ბლანკოსის“ გულშემატკივარი გახლავთ და დღევანდელ შეხვედრაზე დასწრებას აპირებს.

Marca-ს ინფორმაცია მადრიდის მასტერსის დირექტორმა, ფელიციანო ლოპესმაც დაადასტურა და განაცხადა: „რაფას დღისით თამაში მოსწონს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის გამო კი გვთხოვა, რომ მისი შეხვედრა სიტისა და რეალის დაპირისპირების პარალელურად არ ყოფილიყო.“

შეგახსენებთ, რომ „რეალისა“ და „სიტის“ ჯახი თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება. ასე რომ, რაფას საკმარისზე მეტი დრო ექნება, რათა გაიმარჯვოს, მოემზადოს და „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ჩანიშნულ შეხვედრას დაესწროს. სხვათა შორის, განსხვავებულ მდგომარეობაშია სტეფანოს ციციპასი, რომელიც მადრიდის კორტზე 23:30-ზე გავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველოში უკვე კვარაცხელია-მანიაა - იტალიაში დინამოების დერბის ეხმაურებიან
საქართველოში უკვე კვარაცხელია-მანიაა - იტალიაში დინამოების დერბის ეხმაურებიან