ალექსანდრ ანტონოვი
Aa
Aa

მაისურზე უკრაინის გერბი - რუსეთში სპორტსმენი პოლიციაში დაიბარეს

რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში მორბენალთა შორის შეჯიბრი ჩატარდა, მეორე ადგილზე ათლეტი ალექსანდრ ანტონოვი გავიდა, მან ასპარეზობა იმ მაისურით დაასრულა, რომელზეც უკრაინის გერბი იყო გამოსახული.

ამ ფაქტს სატელევიზო წამყვანი ვლადიმირ სოლოვიოვი გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა:

''ყურადღება მიაქციეთ ათლეტის მაისურს''.

ანტონოვმა E1-სთან მიცემულ ინტერვიუ განაცხადა:

''სოციალურ ქსელებში დიდი აგრესია ვიგრძენი. ''სიკვდილი ნაძირალას'' - მწერდნენ სოციალურ ქსელში. მე კონცენტრირებული შეჯიბრზე ვიყავი და არა მაისურზე, რომლითაც ასპარეზობა დავასრულე''.

აღნიშნული ფაქტის გამო ალექსანდ ანტონოვი პოლიციაში დაიბარეს. სპორტსმენი სამართალდამცველთა გადაწყვეტილების მოლოდინშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები