საბა ასანიძე
Aa
Aa

პირველი მედლები საბერძნეთიდან - საბა ასანიძე აკვრაში მსოფლიო ჩემპიონია

საბერძნეთში მიმდინარე იუნიორ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე, საბა ასანიძემ აკვრაში ოქროს მედალი, ხოლო ორჭიდის ჯამში ბრინჯაო მოიპოვა.

81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველმა ძალოსანმა ატაცში 137/141 კგ. დაძლია და მე-6 ადგილზე გავიდა. ასანიძემ აკვრაში თავი 176/183 გაართვა და ოქროს მედალი დაისაკუთრა, ორჭიდის ჯამში კი დაგროვილი 324 კილოგრამით ბრინჯაოს დასჯერდა.

მსოფლიო ჩემპიონატზე ასევე 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში გურამ გიორბელიძემ იასპარეზა. ქართველმა ძალოსანმა ატაცში 125/128/131 დაძლია და მეხუთე ადგილი დაიკავა. გიორბელიძემ აკვრაში თავი 152/157 გაართვა და აქაც მე-5 საფეხური ერგო, ორჭიდის ჯამში დაგროვებული 288 კილოგრამითაც იგივე საფეხურზე გავიდა. აღსანიშნავია, რომ ძალოსანს შეჯიბრზე თავი ტრავმამ შეახსენა.

საბერძნეთში მიმდინარე ჩემპიონატი ხვალ გაგრძელდება და 89 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით მანუჩარ გოგოხია გამოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბარსელონაში გადასვლა გამოირიცხა - შენგელია იტალიაში რჩება
ბარსელონაში გადასვლა გამოირიცხა - შენგელია იტალიაში რჩება