ყველა სეტი მოიგო - გორგოძე პრაღის ტურნირის ფინალშია
Aa
Aa

ყველა სეტი მოიგო - გორგოძე პრაღის ტურნირის ფინალშია

პრაღის საერთაშორისო ტურნირის 1/2-ფინალში მსოფლიოს 118-ე ჩოგანმა ეკა გორგოძემ მექსიკელი ფერნანდა კონტრერას გომესი ორ სეტში 6:4, 6:3 დაამარცხა. 

ფინალში გორგოძის მეტოქე პოლონელი მაჯა ხვალინსკა იქნება, რომელიც მსოფლიოს რეიტინგში 268-ე პოზიციაზეა. აღნიშნული დაპირისპირება 8 მაისს, თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.

რაც შეეხება ფინალისკენ მიმავალ გზას, 1/16-ფინალში გორგოძემ ლუისა მეიერი ორ სეტში დაამარცხა (6:1, 6:4), 1/8-ფინალში კეიტი მაკნელის ბარიერი დაძლია (6:0, 6:4), მეოთხედფინალში ავსტრალიელ ლიზეტ კაბრერას აჯობა (6:2, 6:2).

აღსანიშნავია, რომ 20 წლის გორგოძეს მიმდინარე ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდი 60 000 აშშ დოლარია, ერთი სეტიც არ წაუგია.

გასულ თვეში ეკატერინე გორგოძე ტიტულის მოპოვებასთან ახლოს იყო, ბელინცონას ტურნირის ფინალში WTA რეიტინგის 294-ე ნომერს, კვიპროსელ ჯორჯიანა სერბანს დაუპირისპირდა და ორ სეტში 4:6 0:6 დამარცხდა.  ფინალამდე ელსა ჟაკუმო(5:7 6:2 7:5), ერიკა ანდრეევა(7:5 4:6 6:2) და დეა ჰერძელასი(7:5 6:1) დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დამაჯერებლად გაიმარჯვა - გორგოძე პრაღის ტურნირის 1/2-ფინალშია
დამაჯერებლად გაიმარჯვა - გორგოძე პრაღის ტურნირის 1/2-ფინალშია