შავი ლომი
Aa
Aa

გამარჯვება ლისაბონში - შავმა ლომმა ევროპის სუპერთასი მოიგო

რაგბი ევროპის სუპერთასის გამარჯვებული ქართული ფრენჩაიზი ''შავი ლომი'' გახდა, რომელმაც ფინალში პორტუგალიური ''ლუზიტანუში'' დაამარცხა (14:17). სარაგბო დაპირისპირება ლისაბონში გაიმართა.

ქართველი მორაგბეები მე-11 წუთზე ლუკა ივანიშვილის ლელოთი დაწინაურდნენ, გარდასახვა გიორგი ბაბუნაშვილმა ზუსტად შეასრულა. პინტოს ლელოთი პორტუგალიელებმა სხვაობა შეამცირეს, თუმცა არაზუსტი გარდასახვის გამო ანგარიში არ გათანაბრებულა. ტაიმის მიწურულს ''ლუზიტანუშის'' მორაგბემ ჯარიმა გამოიყენა და თანაგუნდელები დააწინაურა - 8:7.

მეორე ნახევარში მასპინძლებმა კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანეს, ანგარიში გაიზარდა  - 11:7.

მატჩის დარჩენილ დროში ''შავი ლომის'' მოთამაშეებმა უპირატესობა დაიბრუნეს, თენგიზ პერანიძის ლელოს გიორგი ბაბუნაშვილის ზუსტი გარდასახვა მოჰყვა - 11:14. შემდეგ ბაბუნაშვილმა ჯარიმა ზუსტად შეასრულა, ''ლუზიტანუშმა'' ანგარიში 3-ქულამდე შეამცირა, მაგრამ ჩამორჩენა ვერ აღმოფხვრა - 14:17.

შეგახსენებთ, ქართულ ფრენჩაიზს 9-თვიანი ისტორია აქვს. აქედან გამომდინარე, დღევანდელი გამარჯვება დიდ წარმატებად ითვლება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შავი ლომი v ლუზიტანუში - ფინალის წინ
შავი ლომი v ლუზიტანუში - ფინალის წინ