დასანანი მარცხი ფინალში - გორგოძე პრაღის ტურნირის ვიცე-ჩემპიონია
Aa
Aa

დასანანი მარცხი ფინალში - გორგოძე პრაღის ტურნირის ვიცე-ჩემპიონია

30 წლის ქართველი ჩოგბურთელი, ეკატერინე გორგოძე პრაღის ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

ქართველი ჩოგბურთელი ფინალში WTA რეიტინგის 268-ე ნომერს, პოლონელ მაია ხვალინსკას დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში ორ სეტში - 5:7, 3:6 დამარცხდა.

დღევანდელ შეხვედრაში გარდამტეხი პირველი სეტი გამოდგა, სადაც თამაში ქულა-ქულაში მიმდინარეობდა. პოლონელი ჩოგბურთელი თავდაპირველად 1:4 დაწინაურდა, თუმცა ეკომ საბოლოოდ სეტი 5:5-მდე დაქაჩა. 5:6-ზე ქართველ ჩოგბურთელს წონასწორობის აღდგენის და სეტის ტაი-ბრეიკში გადაყვანის შანსი ჰქონდა, თუმცა გადამწყვეტი გეიმის მოგება ვეღარ შეძლო.

ბუნებრივია, პირველ სეტმა დიდი ენერგია წაიღო და სამწუხაროდ, ქართველმა ჩოგბურთელმა მეორე სეტში მეტოქეს შესაბამისი წინააღმდეგობა ვერ გაუწია, ხვალინსკამ კი საპირისპიროდ დამაჯერებელი ჩოგბურთი აჩვენა და დამსახურებულადაც გაიმარჯვა.

რაც შეეხება ფინალისკენ მიმავალ გზას, 1/16-ფინალში გორგოძემ ლუისა მეიერი ორ სეტში დაამარცხა (6:1, 6:4), 1/8-ფინალში კეიტი მაკნელის ბარიერი დაძლია (6:0, 6:4), მეოთხედფინალში ავსტრალიელ ლიზეტ კაბრერას აჯობა (6:2, 6:2), ნახევარფინალში კი  მექსიკელ ფერნანდა კონტრერას-გომესს (6:4, 6:3) მოუგო. აღსანიშნავია, რომ ეკო გორგოძეს ფინალამდე არცერთი სეტი არ ჰქონდა წაგებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზედიზედ მეორე სენსაცია - ალკარასმა ჯოკოვიჩი დაამარცხა
ზედიზედ მეორე სენსაცია - ალკარასმა ჯოკოვიჩი დაამარცხა