ლევან გორგაძე, ტოჩინოშინი
Aa
Aa

ნიშიკიგიმ დოჰიოდან გადააგდო - ტოჩინოშინი ოშიტაოშით დამარცხდა

ტოკიოში წლის მესამე სუპერტურნირი, ''ნაცუ ბაშო'' მიმდინარეობს. ტურნირის მეორე დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-10 მაეგაშირა ნიშიკიგი იყო. სამწუხაროდ, ქართველი გოლიათი დამარცხდა, ნიშიკიგიმ ოშიტაოშის ილეთით გაიმარჯვა. იაპონელმა ლევან გორგაძე დოჰიოდან გადააგდო, რომელიც საკმაოდ უხერხულად დაეცა.

ეს მათი მე-9 შეხვედრა იყო, ტოჩიმ 5 მოიგო, ოთხი დაპირისპირება დათმო.

ტურნირის საწყისი ორი დღის შემდეგ ტოჩინოშინის ბალანსი უარყოფითია, ორივე შეხვედრა დათმო.

მესამე დღეს ლევან გორგაძის მეტოქე მე-8 მაეგაშირა ტერუცუიოში იქნება. მათი 8 შეხვედრიდან ტოჩინოშინმა 4 მოიგო.

შეგახსენებთ, მიმდინარე ბაშოზე ქართველი სეკიტორი მე-9 მაეგაშირას წოდებით გამოდის. გასულ ბაშოზე ტოშინოშინი დასავლეთის მე-15 მაეგაშირა გახლდათ, თუმცა 15 შერკინებიდან 9-ში იმარჯვა და დაწინაურება გაინაღდა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები