ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

ევანსი დამარცხებულია - ბასილაშვილი რომის მასტერსის შემდეგ ეტაპზეა

საჩოგბურთო სამყაროში თიხის სეზონი მიმდინარეობს. ამჟამად კი გულშემატკივრები რომის მასტერსს ადევნებენ თვალს. პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი დანიელ ევანსს დაუპირისპირდა და ორ სეტში 7:6 6:2 დაამარცხა.

პირველი სეტი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. მოთამაშეებმა 2-2 საკუთარი ჩაწოდება დათმეს და საქმე საბოლოოდ ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც უკეთესი „ჩვენებური“ აღმოჩნდა და 7:2 მოიგო.

მეორე სეტი განსხვავებული გამოდგა. ნიკოლოზმა სრული უპირატესობა მოიპოვა. მეორე გეიმში ბრეიკი შეასრულა და უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა.

ცნობისთვის, ამ გამარჯვებით ბასილაშვილმა 35 სარეიტინგო ქულა დააგროვა. შემდეგ წრეში კი სონეგო შაპოვალოვს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ რომის მასტერსამდე ნიკოლოზი მადრიდში გამოდიოდა, სადაც მეორე წრეში ჩემპიონ კარლოს ალკარასთან ორ სეტში 3:6 5:7 დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები