ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომის მასტერსი, დენის შაპოვალოვი
Aa
Aa

უშეღავათო ბრძოლა - ბასილაშვილი შაპოვალოვთან დამარცხდა

რომის მასტერსის მეორე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი დენის შაპოვალოვს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ ძალიან დაძაბულ ბრძოლაში, ორ სეტში 4:6 6:7 დამარცხდა და გათამაშებას ნაადრევად გამოეთიშა.

პირველი სეტი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა და მოთამაშეები საკუთარ ჩაწოდებაზე კარგად გამოიყურებოდნენ. სამწუხაროდ, მე-9 გეიმში შაპოვალოვმა ბრეიკი შეასრულა, სეტზე ჩააწოდა და გაიმარჯვა.

მეორე სეტი კიდევ უფრო მეტად დაძაბული გამოდგა. საქმე საბოლოოდ ტაი-ბრეიკზე მივიდა. დენისმა ნიკოლოზის პირველი ჩაწოდება მოიგერია, წინ გავიდა და საბოლოოდ შანსი ხელიდან აღარ გაუშვა 7:5. აღნიშნული დაპირისპირება 1 საათი და 42 წუთი გრძელდებოდა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ წრეში დანიელ ევანსი ორ სეტში 7:6 6:2 დაამარცხა. ასევე გეტყვით, ნიკოლოზმა შაპოვალოვთან პირველად წააგო. აქამდე ეს მოთამაშეები ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ და ორივეჯერ "ჩვენებურმა" გაიმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები