ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

"გოლები მისი ბრალი არ იყო" - AS მამარდაშვილზე

ლა ლიგის 36-ე ტურში ''ვალენსიამ'' ''მესტალიაზე'' ''ბეტისი'' მიიღო. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, შესვენების შემდეგ ''ბეტისმა'' 3 უპასუხო გოლი გაიტანა (0:3). როგორც წესი, მატჩის დასრულების შემდეგ, AS.Com ფეხბურთელებზე წერს. გამონაკლისი არც დღევანდელი შეხვედრაა.

AS მამარდაშვილზე:

„ქართველმა მეკარემ რამდენიმე მომენტში კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მათ შორის, ერთი კანალესის დარტყმის შემდეგ.. ამჯერად, მამარდაშვილისგან გუნდის გადარჩენისთვის საჭირო „სეივები“ ვერ ვიხილეთ, თუმცა გაშვებული გოლები მისი ბრალი არ იყო.“

ცნობისთვის, ამ სეზონში, ლა ლიგისა და სამეფო თასის ჩათვლით, მამარდაშვილმა 21 მატჩი ჩაატარა და გოლი 9 თამაშში არ გაუშვა. რაც შეეხება კონკრეტულად ლა ლიგას, ბორდალასმა სასტარტოში 18 შეხვედრაში დააყენა და გიორგიმ კარი მშრალად 8 მატჩში შეინახა.

მამარდაშვილის „სეივი“ კანალესის წინააღმდეგ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები