მანჩესტერ სიტი, ერლინგ ჰოლანდი, დორტმუნდის ბორუსია, ზალცბურგი
Aa
Aa

უცნაური ფაქტი - დორტმუნდს ჰოლანდის ტრანსფერიდან მხოლოდ 3 მილიონი დარჩა

დღეს, ცნობილი გახდა, რომ ერლინგ ჰოლანდი მომავალი სეზონიდან „მანჩესტერ სიტის“ ღირსებას დაიცავს. ნორვეგიელი თავდამსხმელის კონტრაქტში ამოქმედდა პუნქტი, რომლის მიხედვითაც, მისი შეძენა ნებისმიერ კლუბს 75 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლო.

ინგლისურმა გიგანტმა სწორედ აღნიშნული თანხა გადაიხადა. გერმანული მედია კი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ „დორტმუნდმა“ ტრანსფერიდან მხოლოდ 40 მილიონ ევრო მიიღო.

საქმე შემდეგში გახლავთ - როდესაც ჰოლანდი „ზალცბურგიდან“ „ბორუსიაში“ გადავიდა, კონტრაქტში ჩაიდო პუნქტი, რომლის მიხედვით, ერლინგის გაყიდვის შემთხვევაში, ავსტრიელებს გარკვეული სახის ანაზღაურება უნდა მიეღოთ.

ცნობილი გახდა, რომ „ზალცბურგი“ 21 წლის შემტევის ტრანსფერიდან 35 მილიონ ევროს მიიღებს. რა თქმა უნდა, ეს გერმანელებს არ ესიამოვნათ, მაგრამ კონტრაქტის პირობებს ვერსად გაექცევიან.

შეიძლება ითქვას, რომ „ბორუსიამ“ ნორვეგიელი ვარსკვლავის გაყიდვით დიდი სარგებელი ვერ ნახა. თანაც, რამდენიმე საათში მათ 37 მილიონი ევროს სანაცვლოდ, ასევე „ზალცბურგიდან“ კარიმ ადეიემი იყიდეს.

რა გამოვიდა ამ ყველაფრიდან? გერმანელებმა ავსტრიელებს კონტრაქტის მიხედვით 35 მილიონი გადაუხადეს, ხოლო ახალ ფეხბურთელში 37. საბოლოო ჯამში „ბორუსიას“ ჰოლანდის ტრანსფერიდან სუფთა მოგება 3 მილიონი ევრო დარჩა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები