ილია თოფურია
Aa
Aa

„ჯერ არ გამოჩნდი, შემდეგ მიზეზების ძებნა დაიწყე" - ილიამ ევლოევს უპასუხა

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ მოვსარ ევლოევის მიერ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტს უპასუხა. როგორც მოგეხსენებათ, გუშინ, „ელ მატადორმა“ რუს მებრძოლს მიმართა და უთხრა, რომ მისი მომდევნო მსხვერპლი იყო, რასაც ევლოევი ასე გამოეხმაურა: „დარწმუნდი, რომ წონას ჩააბარებ და ტოპ 10-ში შეხვალ, სანამ ყურადღებას მოგაქცევ რეგვენო“.

ილიამ კომენტარი სწორედ ამ სიტყვებზე გააკეთა და განაცხადა: „ჩვენი პირველი ჩხუბისას არც კი გამოჩნდი. მეორე შანსი როცა მიიღე, თავის გამამართლებელი მიზეზების ძებნა დაიწყე. დარწმუნდი, რომ მომდევნო ბრძოლას მოიგებ და შემდეგ ჩემ წინააღმდეგ იჩხუბებ, ნომერ პირველის წინააღმდეგ. თუმცა ეს რომ მოხდეს, უნდა გაიმარჯვო. ასე რომ, მუშაობა დაიწყე პატარავ და დარწმუნდი, რომ ამჯერად მაინც გამოჩნდები.“

შეგახსენებთ, რომ ევლოევსა და თოფურიას რამდენიმე თვის წინ უნდა ეჩხუბათ, მაგრამ რუსმა მებრძოლმა ოქტაგონზე გასვლაზე უარი კორონავირუსით ინფიცირების გამო თქვა. მის ნაცვლად ილია შარლ ჟურდენს უნდა შეხვედროდა, მაგრამ ექიმებმა წონის კლების პროცესის შეწყვეტა მოსთხოვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უცნაური ფაქტი - დორტმუნდს ჰოლანდის ტრანსფერიდან მხოლოდ 3 მილიონი დარჩა
უცნაური ფაქტი - დორტმუნდს ჰოლანდის ტრანსფერიდან მხოლოდ 3 მილიონი დარჩა