უეფა-ს განვითარების თასი - საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა ზამბიას მოუგო
Aa
Aa

უეფა-ს განვითარების თასი - საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა ზამბიას მოუგო

სტარტი აიღო უეფა-ს განვითარების თასმა, სადაც საქართველოს 16-წლამდე ნაკრები თამაშობს. გიორგი ხიზანიშვილის გაწვრთნილი შეგირდები ზამბიას დაუპირისპირდნენ.

ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. ანგარიში 45-ე წუთზე ემანუელ მუტალემ გახსნა და პირველი ნახევარი 0:1 დასრულდა.

მეორე ტაიმში „ჩვენებურები“ გააქტიურდნენ და მეტოქეს მედგარ წინააღმდეგობას უწევდნენ. უპირატესობა ბოლად 73-ე წუთზე ლექსო ფეიქრიშვილმა აქცია და წონასწორობა აღადგინა.

ტურნირის შიდა რეგულაციების მიხედვით, ძირითადი დროის დასრულების შემდეგ გუნდებმა თერთმეტმეტრიანების სერია შეასრულეს, სადაც გიორგი ხიზანიშვილის გუნდმა - 4:3 გაიმარჯვა და ჯამში 2 ქულის მოპოვება შეძლო.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

1 - სოსო კოპალიანი, 4 - ვასილ ბაღაშვილი, 15 - დავით ქელდიშვილი, 18 - რატი გრიგალავა, 22 - გიორგი გოგატიშვილი, 7 - თემურ ოდიკაძე, 10 - ავთანდილ მაშავა, 13 - დათა ინაიშვილი, 20 - საბა გეგუჩაძე, 21 - საბა სამუშია, 9 - ლუკა ბუბუტეიშვილი

ცვლილებაზე შევიდნენ:

8 - ვახტანგ სალია, 6 - ლექსო ფეიქრიშვილი, 11 - დანიელ ქვარცხავა, 19 - გიორგი მეძველია

გოლები, პენალტები და მწვრთნელის კომენტარი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები