მანჩესტერ სიტი, ერლინგ ჰოლანდი, დორტმუნდის ბორუსია
Aa
Aa

ფული არაფერ შუაშია? - ჰოლანდს სიტი ბავშვობიდან უყვარს

როგორც მოგეხსენებათ, ერლინგ ჰოლანდი მომავალი სეზონიდან „მანჩესტერ სიტის“ რიგებში ითამაშებს. ტრანსფერის დადასტურების შემდეგ, სპორტულ მედიაში გავრცელდა ფოტო, რომელშიც ნორვეგიელი თავდამსხმელი „ქალაქელების“ 2008/2009 წლების სეზონის ფორმით მოგვევლინა. აღნიშნულმა ფოტომ უამრავი მოწონება დააგროვა.

დავბრუნდეთ იმ დროში, როდესაც „მანჩესტერ სიტიში“ რობინიო, ჯო, დანიელ სტარიჯი, კრეიგ ბელამი, კაისედო, ვალერი ბოჟინოვი, და დარიუს ვასელი თამაშობდნენ.

2000 წლის ზაფხულში, „ლიდსიდან“ „მანჩესტერ სიტიში“ ჰოლანდის მამა ალფ-ინგე გადავიდა. იმ დროს, ნორვეგიელი თავდამსხმელით „ზალცბურგიც“ ინტერესდებოდა, მაგრამ „ქალაქელებმა“ უპირატესობა მოიპოვეს და ტრანსფერი განახორციელეს.

დავუბრუნდეთ ერლინგს. 18 წლის ასაკში „მიოლდეს“ შეუერთდა. ისტორია განმეორდა. ახალგაზრდა ვარსკვლავით „ზალცბურგი“ დაინტერესდა და ამჯერად უმცროსი ჰოლანდის გადაბირება მოახერხეს, სადაც შემდგომში ერლინგმა გაიბრწყინა. ავსტრიული კლუბის შემდეგ კი „დორტმუნდის“ ჯერი დადგა.

გავრცელებული ინფორმაციით, ერლინგს „ლიდსი“ მამამისიდან გამომდინარე საკმაოდ უყვარს ეს ფაქტი საკმაოდ კომიკურად დამტკიცდა. „ბორუსიაში“ ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ, ჰოლანდი სახლში მანქანით ბრუნდებოდა, რა დროსაც ის გულშემატკივრებმა შეაჩერეს და ავტოგრაფი სთხოვეს. ერთ-ერთმა ქომაგმა მას ფოტო გადაუღო, სადაც ჩანს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს „ლიდსის“ შორტები აცვია.

მამამისმა „სიტიში“ 3 სეზონი დაყო. სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც ერლინგი რამდენიმე წლის გახლავთ და ასტორის მკლავებში მანჩესტერული გრანდის ფორმაშია გამოწყობილი.

ჰოლანდს ასევე ჰყავს და სახელად გაბრიელა, რომელიც ასევე „სიტის“ მაისურით მოგვევლინა.

ბავშვები გაიზარდნენ, მაგრამ აქსესუარები არ შეცვლილა.

სწრაფი გადასვლა 2014 წელს. ჰოლანდების ოჯახი ინგლისში გაემგზავრა, რათა „მანჩესტერ სიტისა“ და „სანდერლენდის“ ლიგის თასის ფინალის მატჩი ენახა. აღნიშნული დაპირისპირება „ქალაქელებმა“ იაია ტურეს, ნასრის და ხესუს ნავასის გოლებით მოიგეს.

გასულ სეზონში, ერლინგმა, როგორც ფეხბურთელმა ისე მოინახულა „ეტიჰადი“. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „დორტმუნდის ბორუსია“ პეპ გუარდიოლას გუნდს შეხვდა და ორი მატჩის ჯამში დამარცხდა.

არსებობს ცნობები, რომ 21 წლის თავდამსხმელი ერთ დროს „მანჩესტერ სიტის“ ნორვეგიული ფან-კლუბის წევრი იყო, თუმცა მისი ცნობადობის გაზრდის შემდეგ ფან-კლუბი დატოვა, რათა მედიისგან უხერხული კითხვები აერიდებინა.

ერლინგ ჰოლანდით არაერთი ევროპული გრანდი ინტერესდებოდა მათ შორის „რეალი“, „ბარსელონა“, „ბაიერნი“ და „ჩელსი“, თუმცა, როგორც ხედავთ ახალგაზრდა სუპერვარსკვლავმა „მანჩესტერ სიტი“ აირჩია. მისი გადაწყვეტილება კი შესაძლოა ამ კლუბის მიმართ სიყვარულით აიხსნას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"ვერ ვუყურებდი, თუ როგორ ურტყამდნენ მას" - ლევ და ვალენტინა იაშინას სასიყვარულო ისტორია