რეალი, მანჩესტერ სიტი, კევინ დე ბრუინი
Aa
Aa

„გიჟური 5-წუთიანი მონაკვეთი, რომელსაც ვერ ვხსნი" - დე ბრუინი რეალთან მატჩზე

კევინ დე ბრუინმა ჩემპიონთა ლიგაზე „რეალთან“ მარცხის მიზეზებზე ისაუბრა.

ბელგიელის აზრით, მათ ცუდად არ უთამაშიათ, უბრალოდ იმ 5-წუთიანმა შოკმა ყველაფერი შეცვალა, რომელსაც თავად ახსნას ვერ უძებნის.

„ძალიან რთულია ახსნა, რადგან ეს იყო მხოლოდ ხუთი გიჟური წუთი. ცუდად არ ვითამაშეთ. სულ რაღაც ხუთი წუთი იყო, რომლის ახსნა შეუძლებელია.

მე არ ვიცი რა მოხდა. სათადარიგოთა სკამზე ვიჯექი და გუნდს ვერაფრით დავეხმარე. შოკში ვიყავით.

გრძნობები არ არის სასიამოვნო, ისინი მაინც უსიამოვნოა. მაგრამ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. ახლა პრემიერ ლიგის მოგებას ვცდილობთ. მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდა მაშინ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ წინსვლა“,

- განაცხადა „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა.

ანჩელოტი სიტისთან სასწაულზე საუბრობს

ამ ისტორიულ „ქამბექზე“ თავისი მოსაზრება კარლო ანჩელოტიმაც დააფიქსირა.

„ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ მიჩვეულები ვართ ასეთ ცხოვრებას, მაგრამ ის, რაც მოხდა, უკვე მოხდა პსჟ-სა და ჩელსისთან. თუ იკითხავთ, როგორ ხდება ეს, მაშინ ეს არის ამ კლუბის ისტორია, რომელიც გვეხმარება არ დავნებდეთ, როცა გვეჩვენება, რომ უკვე გავარდნილები ვართ.

ბედნიერი ვარ, რომ პარიზში ფინალში კიდევ ერთ ძლიერ მეტოქესთან ვითამაშებ. ჩვენ მიჩვეული ვართ ამას. ფანტასტიკური მატჩი იქნება“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კილიან დარჩი! ზარები ფედერაციიდან და ყატარიდან, თვით მაკრონიც რეკავს
კილიან დარჩი! ზარები ფედერაციიდან და ყატარიდან, თვით მაკრონიც რეკავს