კანელოს მძლეველი ბივოლის ერთ-ერთი სპარინგ-პარტნიორი ქართველი მოკრივე იყო
Aa
Aa

კანელოს მძლეველი ბივოლის ერთ-ერთი სპარინგ-პარტნიორი ქართველი მოკრივე იყო

2022 წლის 7 მაისს, 21-ე საუკუნის კრივის ერთ-ერთი დიდი სენსაცია დაფიქსირდა. რუსმა მებრძოლმა, დმიტრი ბივოლმა კანელო ალვარესი დაამარცხა და მექსიკელ მოკრივეს მსაჯების გადაწყვეტილებით სძლია.

ბივოლის გამარჯვებაში წვლილი ქართველმა მოკრივემ, ნიკოლოზ სეხნიაშვილმაც შეიტანა, რომელიც მოსამზადებელ ბანაკში მისი ერთ-ერთი სპარინგ-პარტნიორი გახლდათ. ამის შესახებ თავად ბივოლმა განაცხადა და Crumpe-სთან საუბრისას სპარინგ-პარტნიორებზე ილაპარაკა.

„მოსამზადებელ ბანაკში სპარინგები ბრენდონ ადამსთან მქონდა. მას კარგი მარცხენა ჰუკი აქვს, კორპუსში განხორციელებული დარტყმებით გამოირჩევა, კარგი სისწრაფე აქვს და კანელოს მსგავსი სიმაღლისაა. სპარინგები ასევე მქონდა ქართველ მოკრივესთან. მისი სახელი ნიკოა, მაგრამ გვარი დამავიწყდა. იგი კარგი მებრძოლია, მაგარი კომბინაციები და კარგი მარცხენა ჰუკი აქვს. და რა თქმა უნდა, სპარინგები გავმართე ისრაილ მადრიმოვის წინააღმდეგაც. იგი უცნაური სტილის მებრძოლია, რომელსაც კარგი დაცვა აქვს. რა თქმა უნდა, კანელოს დონის სპარინგ-პარტნიორები ვერ ვიპოვე, მაგრამ მოვძებნე მოკრივეები, რომლებიც მას სტილით ჰგავდნენ.“

გეტყვით, რომ ნიკოლოზ სეხნიაშვილი გორშია დაბადებული და ამჟამად, აშშ-ში ცხოვრობს. კარიერაში მას 8 ბრძოლა გაუმართავს და მის ანგარიშზე 7 მოგება და 1 წაგებაა. სეხნიაშვილმა ბოლოს გვიდო ემანუელ შრამთან იჩხუბა და მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უკეთესი კონტრაქტი მამარდაშვილს - გიორგი მესტალიაზე ბედნიერია და წასვლას არ აპირებს
უკეთესი კონტრაქტი მამარდაშვილს - გიორგი მესტალიაზე ბედნიერია და წასვლას არ აპირებს