ვლადიმერ გუცაევი, ვიტალი დარასელია, დავით ყიფიანი, დინამო 1981, თასების მფლობელთა თასი, კოტე მახარაძე, კარლ ცაისი
Aa
Aa

დიდი გუნდის დიდი გამარჯვება - 41 წელი დინამოს ევროპული ტრიუმფიდან

ზუსტად 41 წლის წინ, 1981 წლის 13 მაისს თბილისის "დინამომ" ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტული მოიპოვა. 

თბილისელებმა თასების მფლობელთა თასის ფინალში იენის "კარლ ცაისი" 2:1 დაამარცხეს.

შეხვედრა დიუსელდორფში გაიმართა. 63-ე წუთზე გერმანელებმა ჰოპის გოლით ანგარიში გახსნეს. 4 წუთში ვლადიმერ გუცაევმა ანგარიში გაათანაბრა. გამარჯვების გოლი კი 87-ე წუთზე ვიტალი დარასელიამ გაიტანა და ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად, ჩვენმა კლუბმა ევროთასი მოიგო.

ქართველ გულშემატკივარს ეს უდიდესი წარმატება პირველმა ლეგენდარულმა მსახიობმა და კომენტატორმა - კოტე მახარაძემ მიულოცა. თბილისის ქუჩებში კი ხალხი გავიდა და ტრიუმფი ერთობლივად აღნიშნა. ნოდარ ახალკაცის "დინამო" - გუნდი, რომელმაც ერი გააერთიანა და უდიდესი სიხარული აჩუქა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
''მთელი ქვეყანა ზეიმობს'' - უეფამ მახარაძის სახალისო და ცნობილი ფრაზები გაიხსენა
''მთელი ქვეყანა ზეიმობს'' - უეფამ მახარაძის სახალისო და ცნობილი ფრაზები გაიხსენა