ტოჩინოშინი
Aa
Aa

გამარჯვება ეფექტური ილეთით - ტოჩინოშინმა მეტოქე დოჰიოზე დააგდო

ტოკიოში მიმდინარე მაისის სუპერტურნირზე ქართველმა სუმოისტმა, ლევან გორგაძემ მე-6 შეხვედრა გამართა. ტოჩინოშინმა მე-11 მაეგაშირა ჩიიოშომა კოტენაგეს ილეთით დაამარცხა.

ლევან გორგაძემ ჩიიოშომას მეექვსედ დაუპირისპირდა და მესამედ სძლია.

ლევან გორგაძემ ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა. მის ანგარიშზე 3 მარცხი და 3 მოგებაა.

სუპერტურნირის მე-7 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-7 მაეგაშირა კოტოეკო იქნება. რაც შეეხება მათ შორის ურთიერთშეხვედრებს, ტოჩინოშინმა 6-დან 5 ორთაბრძოლა მოუგო, ქართველი სპორტსმენი მხოლოდ ერთხელ დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მეტოქე დოჰიოდან გადააგდო - ტოჩინოშინმა ზედიზედ მეორე მოიგო
მეტოქე დოჰიოდან გადააგდო - ტოჩინოშინმა ზედიზედ მეორე მოიგო