თბილისის დინამო, სტანისლავ ბილენკი
Aa
Aa

''ქართველებს ყველაზე კარგად ესმით'' - უკრაინელი ფორვარდი ომზე

თბილისის ''დინამოს'' უკრაინელმა ფორვარდმა სტანისლავ ბილენკიმ Эпоха Футбола-სთან ინტერვიუში ქართველების უკრაინის ომისადმი დამოკიდებულების შესახებ ისაუბრა. 

''ყველა მხარს გვიჭერს, უკრაინის გამო ღელავენ და დამწუხრებულნი არიან. მათსავით არავის ესმის, რაც უკრაინაში ხდება, რადგან 2008 წელს საქართველოში მსგავსი რამ მოხდა. საქართველოში მესმის მხოლოდ უკრაინის მხარდამჭერი სიტყვები და გამოხატავენ სურვილს, რომ ომი მალე დასრულდეს''.

23 წლის სტანისლავ ბილენკი თბილისის ''დინამოში'' მიმდინარე წლის ზამთრიდან თამაშობს. კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 12 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი შეაგდო, 2 საგოლე პასი შეასრულა.

შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა. მას შემდეგ უკრაინაში საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პოგბა იუვეში ბრუნდება? -  იტალიური გრანდი ტრანსფერში დარწმუნებულია
პოგბა იუვეში ბრუნდება? - იტალიური გრანდი ტრანსფერში დარწმუნებულია