ლაშა ტალახაძე
Aa
Aa

ევროპის საუკეთესო ძალოსანი - ტალახაძე მორიგი ტიტულისთვის იბრძვის

ევროპული ძალოსნობის მმართველი ორგანოს, EWF-ს ოფიციალურ გვერდზე ევროპის საუკეთესო ძალოსნის გამოვლენისთვის გამოკითხვა მიმდინარეობს. ცხადია, წლის საუკეთესო მამაკაცის ტიტულისთვის ბრძოლაში ფავორიტი ლაშა ტალახაძეა. ხმის მიცემის პროცედურა 21 მაისამდე გრძელდება.

გამოკითხვაში მონაწილეობისთვის მოცემულ ბმულზე აირჩიეთ ლაშა ტალახაძე და 1 ქალი ძალოსანი, მიუთითეთ თქვენი ელექტრონული ფოსტა, თქვენი სახელი და გვარი, შემდეგ კი ''დააკლიკეთ'' - SEND VOTES.

შეგახსენებთ, 28 წლის ლაშა ტალახაძე პირველი სპორტსმენია, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ოლიმპიური ჩემპიონის სტატუსი ორჯერ მოიპოვა (2016, 2020). მის ანგარიშზე  მსოფლიოს ჩემპიონატის ოთხი ოქროსა და ევროპის ჩემპიონატის ხუთი ოქროს მედალია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გამარჯვება ეფექტური ილეთით - ტოჩინოშინმა მეტოქე დოჰიოზე დააგდო
გამარჯვება ეფექტური ილეთით - ტოჩინოშინმა მეტოქე დოჰიოზე დააგდო