გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

მამარდაშვილი ესპანიოლთან სასტარტოში იქნება - ბორდალასის მომავალი ბუნდოვანია

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის, ლა ლიგის 37-ე ტურში ''ესპანიოლი'' ''ვალენსიას'' უმასპინძლებს. Plaza Deportiva-ს ცნობით, ''ღამურების'' სასტარტოში კვლავ გიორგი მამარდაშვილი ითამაშებს.

''ვალენსიას'' სავარაუდო სასტარტო თერთმეტეული: მამარდაშვილი, ტიერი კორეია, ფულკიე, დიახაბი, ალდერეტე, გაია, გილამონი, სოლერი, მორიბა, ხილი, დურო.

ესპანური მედიის ცნობით, შესაძლოა სეზონის დასრულების შემდეგ ხოსე ბორდალასმა პოსტი დატოვოს. ბორდალასის თქმით, ამ ეტაპზე კლუბის ხელმძღვანელებთან შეხვედრა დაგეგმილი არაა, თუმცა შესაძლოა უახლოეს პერიოდში შეხვედრა გაიმართოს, რომელიც ბორდალასის ''ვალენსიაში'' მუშაობას შეეხება.

ავტორიტეტული გამოცემა, AS-ი გიორგი მამარდაშვილის შესახებ წერს და „ვალენსიას“ გეგმებზე გვესაუბრება. ესპანური გამოცემის ინფორმაციით, „მამარდა“ „ღამურების“ მომავლის მეკარეა და „ჩე“ მისი კონტრაქტის გაუმჯობესებას აპირებს.

მამარდაშვილის კონტრაქტთან დაკავშირებული საკითხები მანამ ვერ დაიხურება, სანამ კლუბი სოლერისა და გაიას „საქმეებს“ არ მოაგვარებს და გედეშს არ გაყიდის. კლუბის მფლობელებს ოპერაციები შეჩერებული აქვთ, მაგრამ ქართველ ფეხბურთელსა და ვალენსიას ხელმძღვანელებს შორის პირველი კონტაქტი უკვე იყო და მხარეების განწყობა პოზიტიურია. გიორგი ვალენსიაში ბედნიერია და მიუხედავად იმისა, რომ მისით რამდენიმე უცხოური კლუბი ინტერესდება, სურს, რომ ვალენსიას კარის დაცვა განაგრძოს. მამარდაშვილი თვლის, რომ მისი კარიერისთვის უმნიშვნელოვანესია, ისეთ დიად კლუბში, როგორიც ვალენსიაა, თავი დაიმკვიდროს და მომდევნო სეზონების განმავლობაში საკუთარ თავს მესტალიაზე ხედავს. გამომდინარე აქედან, მოლაპარაკებები მომდევნო კვირებში გაიმართება და ვალენსია ეცდება, გიორგი უფრო მეტად დაიცვას“. - წერს AS-ი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
''ქართველებს ყველაზე კარგად ესმით'' - უკრაინელი ფორვარდი ომზე
''ქართველებს ყველაზე კარგად ესმით'' - უკრაინელი ფორვარდი ომზე