რობერტ ლევანდოვსკი, იულიან ნაგელსმანი
Aa
Aa

ტაქტიკა, ვარჯიშები და უპატივცემულობა - რატომ მიდის ლევანდოვსკი ბაიერნიდან

როგორც ბოლო 48 საათში გახდა ცნობილი, რობერტ ლევანდოვსკი მიუნხენის „ბაიერნის“ დასატოვებლად ემზადება და კლუბს უკვე თავისი პოზიციის შესახებ აცნობა.

33 წლის პოლონელი დიდი ალბათობით „ბარსელონაში“ გადავა. სახელდება ტრანსფერის სავარაუდო ღირებულებაც, რომელიც 35-40 მილიონ ევროს შეადგენს.

ქომაგებისთვის საინტერესოა, თუ რა მოხდა ლევანდოვსკისა და „ბაიერნს“ შორის. როდის და რატომ აირია მათი ერთი შეხედვით იდეალური ურთიერთობა?

გერმანული Sport1.de-ს ცნობით, სეზონის მეორე ნახევარში თავდამსხმელმა ნაგელსმანს რამდენჯერმე აცნობა, რომ მის მიერ არჩეული სათამაშო ტაქტიკის გამო მას და ასევე გუნდსაც პრობლემები ჰქონდა. გარდა ამისა, ლევანდოვსკი „ბაიერნის“ ვარჯიშებს ნაგელსმანის ხელმძღვანელობით ძალიან რთულად მიიჩნევდა.

აშკარაა, რომ ის უკმაყოფილო იყო კლუბში შექმნილი სიტუაციით და გარდა ამისა, „ბაიერნის“ მისდამი დამოკიდებულებით, რომელიც ერლინგ ჰოლანდთან ფარული მოლაპარაკებებით გამოიხატა. პოლონელს ეს ფაქტი არ ესიამოვნა, რადგან თავად და მისი გარემოცვა ინფორმირებული არ იყო.

შეგახსენებთ, რომ 33 წლის თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში „ბაიერნის“ შემადგენლობაში 45 მატჩში 49 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Cuatro: ჩავი თანახმაა დე იონგი გაუშვას - მანჩესტერი ფრენკის მალე გაიფორმებს
Cuatro: ჩავი თანახმაა დე იონგი გაუშვას - მანჩესტერი ფრენკის მალე გაიფორმებს