მოჰამედ სალაჰი
Aa
Aa

სალაჰი: ჩემს პოზიციაზე მსოფლიოში საუკეთესო ვარ

მოჰამედ სალაჰმა საფეხბურთო ჟურნალისტთა ასოციაციის ვერსიით საუკეთესო ფეხბურთელისთვის დაწესებული პრიზის მიღების შემდეგ, პრესასთან ისაუბრა.

ეგვიპტელმა განაცხადა, რომ თავის პოზიციაზე მსოფლიოში საუკეთესოა. სალაჰმა ჩემპიონთა ლიგის ფინალზეც ისაუბრა.

„თუ, ჩემს პოზიციაზე რომელიმე ფეხბურთელს შემადარებთ, არა მარტო ჩემს გუნდში, არამედ მთელს მსოფლიოში, ნახავთ, რომ საუკეთესო ვარ. 2018 წლამდე ზოგი ამბობდა, რომ ჩელსიდან წასვლის შემდეგ ვერაფერს გავაკეთებდი, მაგრამ წინსვლა განვაგრძე და ბევრ რამეს მივაღწიე.

რეალთან ფინალი? ეს ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო. ამჯერად კარგად ვართ მომზადებულები და იმედი მაქვს ამას შევძლებთ, რეალზე შურს ვიძიებთ“.

სალაჰი ოქროს ბურთის პრეტენდენტთა შორის იმყოფება

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა გამოცემა Goal.com-მა ოქროს ბურთის 20 მთავარი პრეტენდენტი დაასახელა.

საგულისხმოა, რომ ოცეულში ვერ მოხვდნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ.

ათეული ასე გამოიყურება:

1 - კარიმ ბენზემა

2 - მოჰამედ სალაჰი - ლივერპული

3 - სადიო მანე - ლივერპული

4 - რობერტ ლევანდოვსკი - ბაიერნი

5 - კილიან მბაპე - პსჟ

6 - ვინისიუს ჯუნიორი - მადრიდის რეალი

7 - ლუკა მოდრიჩი - მადრიდის რეალი

8 - კევინ დე ბრუინი - მანჩესტერ სიტი

9 - ფილ ფოდენი - მანჩესტერ სიტი

10 - ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი - ლივერპული

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კატარის რამდენიმე სასტუმრომ ლგბტქ + თემის წარმომადგენლებს მიღებაზე უარი უთხრა
კატარის რამდენიმე სასტუმრომ ლგბტქ + თემის წარმომადგენლებს მიღებაზე უარი უთხრა