თორნიკე შენგელია
Aa
Aa

''ახლა მისი დარწმუნების მეტი შანსი გვაქვს'' - ბარალდი შენგელიაზე

''ვირტუს ბოლონიას'' გენერალური დირექტორის, ლუკა ბარალდის თქმით, მას შემდეგ რაც კლუბმა ევროლიგის საგზური მოიპოვა, შენგელიას ბოლონიურ გუნდში დარჩენის შანსი გაიზარდა.

 თორნიკე შენგელია „ვირტუს ბოლონიასთან“ ერთად ევროთასის გამარჯვებული გახდა.

''ევროლიგის საგზურის მოპოვებით კარგ პოზიციაში ვართ, რომ შენგელია კლუბში დარჩენაში დავარწმუნოთ და კონკურენცია ისეთ გუნდს გავუწიოთ, როგორიც ''ბარსელონაა''. თორნიკე გუნდს კარგად შეეწყო, ოჯახი ბოლონიაში გადმოიყვანა. მასთან თანამშრომლობის გახანგრძლივების წინაპირობებს ვხედავთ''.

მიმდინარე კვირაში თორნიკე შენგელია „ვირტუს ბოლონიასთან“ ერთად ევროთასის გამარჯვებული გახდა. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან გაკეთებულ მცირე კომენტარში 30 წლის კალათბურთელმა ბოლონიელი გულშემატკივარი შეაქო, თუმცა თავის მომავალთან დაკავშირებით კონკრეტული არაფერი უთქვამს. შესაბამისად, ჯერჯერობით უცნობია დატოვებს თუ არა თორნიკე შენგელია „ვირტუს ბოლონიას“.

„ამ საღამოს ბრწყინვალე ატმოსფერო იყო, რაც ადასტურებს, რომ „ვირტუსი“ უდიდესი კლუბია და ბოლონია კალათბურთის სათამაშოდ მშვენიერი ქალაქია. ვნახოთ, რა იქნება მომავალში, ახლა კი იტალიის ჩემპიონატზე უნდა ვკონცეტრირდეთ“, - ციტირებს თოკოს სიტყვებს PianetaBasket.com-ი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბოლონია შესანიშნავი ქალაქია, ვნახოთ რა იქნება მომავალში“ - თორნიკე შენგელია
„ბოლონია შესანიშნავი ქალაქია, ვნახოთ რა იქნება მომავალში“ - თორნიკე შენგელია