კრიშტიანუ რონალდუ, სადიო მანე
Aa
Aa

რონალდუ და მანე სიის მიღმა - პრემიერ ლიგის უცნაური გადაწყვეტილება

პრემიერ ლიგამ 8 ფეხბურთელისგან შემდგარი სია გამოაქვეყნა, რომლებსაც სეზონის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს მოგების შანსი აქვთ. ინგლისელთა რჩეულებმა და მათმა გადაწყვეტილებამ ქომაგთა დიდი კრიტიკა დაიმსახურა, რადგან ნომინანტებს შორის სადიო მანე და კრიშტიანუ რონალდუ არ არიან.

პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მოგების შანსი მოჰამედ სალაჰს, კევინ დე ბრუინს, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდს, ჯეიმს უარდ-პრაუსს, ბუკაიო საკას, ჟოაუ კანსელუს, ჯეროდ ბოუენსა და სონ ჰიონ-მინს აქვთ. გულშემატკივრებს თავიანთი რცეულისთვის ხმის მიცემა ორშაბათამდე შეუძლიათ. ხმის მიცემის დასრულების შემდეგ, გამოკითხვა პრემიერ ლიგის კაპიტნებს შორის ჩატარდება და საკუთარ პოზიციას საფეხბურთო ექსპერტებისგან შემდგარი პანელიც დაასახელებს, გამარჯვებულის ვინაობა კი სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა.

რონალდუსა და მანეს რაც შეეხებათ, პორტუგალიელ შემტევს მიმდინარე სეზონში თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო ყველაზე მეტჯერ აქვს მოგებული და 30 შეხვედრაში 18 გოლი გაიტანა, მაგრამ საუკეთესოთა შორის მაინც ვერ მოხვდა. მანემ 33 მატჩში მეტოქეთა კარი 15-ჯერ აიღო და მისი გუნდი ბრწყინვალედ ასპარეზობს, თუმცა „ლივერპულიდან“ სალაჰი და ტრენტი გამოარჩიეს.

სხვათა შორის, პრემიერ ლიგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ერთ-ერთმა ქომაგმა იხუმრა და განაცხადა, რომ რონალდუ ალბათ, დარტსს თამაშობს, თორემ რჩეულთა შორის აუცილებლად მოხვდებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
2 ტრანსფერი უკვე შეთანხმებულია, ჩავის კიდევ 6 სურს
2 ტრანსფერი უკვე შეთანხმებულია, ჩავის კიდევ 6 სურს