რომელუ ლუკაკუ
Aa
Aa

მორიგი სკანდალი ლუკაკუს გარშემო - ბელგიელი თავის აგენტს დაუპირისპირდა

ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელმა, რომელუ ლუკაკუმ თავისი აგენტი გააკრიტიკა. ფედერიკო პასტორელომ განაცხადა, რომ მისი კლიენტი „არისტოკრატების“ ახალ მფლობელებთან შეხვედრასა და მოლაპარაკებების გამართვას აპირებდა, რის შესახებაც „ლურჯების“ თავკაცმა, ტომას ტუხელმა პრესკონფერენციამდე რამდენიმე წუთით ადრე შეიტყო.

გერმანელ სპეციალისტს არ დაუმალავს, რომ ლუკაკუს გადაწყვეტილება მისთვის სიახლეს წარმოადგენდა და იმედი გამოთქვა, რომ ეს ფეხბურთელებს კონცენტრირებაში ხელს არ შეუშლიდა. ტუხელის განცხადებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, რომელუმ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე ე.წ „სთორი“ გამოაქვეყნა და განაცხადა:

„აღარასდროს მივცემ უფლებას ვინმეს, რომ ჩემი სახელით ილაპარაკობს. ჩუმად ვიყავი, გუნდის დახმარებაზე გახლდით კონცენტრირებული და მინდოდა, სეზონი მაქსიმალურად კარგად დამესრულებინა. ამიტომ, თუ ვიღაც ჩემზე და კლუბზე რაღაცას ამბობს, ეს ჩემი სახელით არ ხდება“.

შეგახსენებთ, რომ „ჩელსიმ“ ბელგიელი ფეხბურთელი 97.5 მილიონი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ შეიძინა, მაგრამ რომელუმ „არისტოკრატთა“ იმედები ვერ გაამართლა. მისი წასვლის შესახებ აქტიურად იწერება და ბოლო პერიოდში ლუკაკუ რამდენიმე იტალიურ გუნდს დაუკავშირეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
2 ტრანსფერი უკვე შეთანხმებულია, ჩავის კიდევ 6 სურს
2 ტრანსფერი უკვე შეთანხმებულია, ჩავის კიდევ 6 სურს