უზბეკი ტანმოვარჯიშე ნინო სალუქვაძის რეკორდის გამეორებას აპირებს
Aa
Aa

უზბეკი ტანმოვარჯიშე ნინო სალუქვაძის რეკორდის გამეორებას აპირებს

უზბეკი ტანმოვარჯიშე, ოქსანა ჩუსოვიტინა ნინო სალუქვაძის რეკორდის გამეორებას აპირებს. 46 წლის ჩუსოვიტინა პარიზში გასამართ ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობას გეგმავს და თუ ხელი არაფერმა შეუშალა, მეორე ქალი სპორტსმენი გახდება, რომელმაც 9 ოლიმპიადაზე იასპარეზა.

უზბეკეთის ოლიმპიური კომიტეტის პრესსამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ჩუსოვიტინას გადაწყვეტილება საბოლოოა და ახლა მისი მთავარი ამოცანა ლიცენზიის მოპოვებაა. საინტერესოა, რომ აბსოლუტური რეკორდი კანადელ ცხენოსანს, იან მილარს ეკუთვნის.

ცნობისთვის, ჩუსოვიტინას კარიერა 1980-იან წლებში, საბჭოთა კავშირის ნაკრებში დაიწყო. მას ოლიმპიური ოქროც აქვს მოპოვებული, რომელიც 1992 წელს, დსთ-ის ქვეყნების გუნდის რიგებში დაისაკუთრა. მოგვიანებით, მან უზბეკეთის ნაკრების ღირსების დაცვა გადაწყვიტა, თუმცა 21-ე საუკუნეში მოქალაქეობა შეიცვალა და გერმანიაში გადაინაცვლა, რათა ლეიკემიით დაავადებული შვილისთვის სამკურნალო თანხა ჰქონოდა.

რიო დე ჟანეიორში გამართულ ოლიმპიურ თამაშებამდე, იგი უზბეკეთის ნაკრებში დაბრუნდა და ოლიმპიურ თამაშებზე 2 მედალი აქვს მოპოვებული, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატზე 11 მედალი დაისაკუთრა, რომელთაგან 3 ოქროს სინჯის გახლავთ. თუ მან საგზური მოიპოვა, პარიზის ოლიმპიადაზე 49 წლის ასაკში იასპარეზებს.

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გამარჯვება ეფექტური ილეთით - ტოჩინოშინმა მეტოქე დოჰიოზე დააგდო
გამარჯვება ეფექტური ილეთით - ტოჩინოშინმა მეტოქე დოჰიოზე დააგდო