ტყვიის სროლა, სალომე ფროდიაშვილი, მარიამ ფროდიაშვილი, გიორგი მუმლაძე, მარიამ აბრამიშვილი, იოანე ხვარეშია, შოთა სუმბაძე
Aa
Aa

მსოფლიო თასი - ტყვიის მსროლელების ვერცხლი და ბრინჯაო გერმანიიდან

გერმანულ ზულში მიმდინარე ახალგაზრდების მსოფლიოს თასზე საქართველოს ტყვიის მსროლელ გოგონათა ნაკრებმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

თელაველმა ტყუპებმა სალომე და მარიამ ფროდიაშვილებმა და თბილისელმა მარიამ აბრამიშვილიმა ფინალურ შეხვედრაში ფავორიტ ინდოეთის ნაკრებთან ანგარიშით 8:16 წააგეს.

დღესვე გუნდურში წარმატების მოპოვება ჩვენს ბიჭებსაც გიორგი მუმლაძეს, იოანე ხვარეშიას და შოთა სუმბაძეს შეეძლოთ, თუმცა მიზნამდე ცოტა დააკლდათ.

საკვალიფიკაციო ეტაპში 13 გუნდი ჩაება, ჩვენმა ტრიომ კი წარმატებით გადალახა პირველი წრე. ჩვენების მონაგარი 828 ქულა და ზუსტად მე-8 ადგილი იყო. მეორე ეტაპზე, ჩვენებმა გამოსვლა 560 ქულით დაასრულეს. ზუსტად იმდენით, რამდენითაც - ტაილანდმა. დამატებითი მაჩვენებლებით მე-6 ადგილი გვერგო, ხოლო მედლებისთვის ბრძოლა 4 ნაკრებმა გააგრძელა. ჩვენებს ოთხეულში მოსახვედრად 3 ქულა დააკლდათ.

ამით საქართველოს ნაკრებმა დაამთავრა გამოსვლა ზულში, მათი მონაგარი კი 2 მედალია: თითო ვერცხლი და ბრინჯაო. შეგახსენებთ, რომ გუშინ ჩვენები - მარიამ ფროდიაშვილი და გიორგი მუმლაძე შერეულ წყვილებში მესამეზე გავიდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გამარჯვება ეფექტური ილეთით - ტოჩინოშინმა მეტოქე დოჰიოზე დააგდო
გამარჯვება ეფექტური ილეთით - ტოჩინოშინმა მეტოქე დოჰიოზე დააგდო