ოთარ კაკაბაძე
Aa
Aa

კაკაბაძის საგოლე გადაცემა და დათუნიების წვიმა სტადიონზე - კრაკოვიამ ვისლა დაამარცხა

პოლონეთის ექსტრაკლასას 33-ე ტურში, ოთარ კაკაბაძის „კრაკოვია“ პლოკის „ვისლას“ დაუპირისპირდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდი მასპინძლის რანგში იყო, კარგი შთაბეჭდილება დატოვა და მეტოქე 3:0 გაანადგურა.

„კრაკოვიამ“ ანგარიში მე-9 წუთზე გახსნა. ოთარ კაკაბაძის საგოლე გადაცემით პესტკამ ისარგებლა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. 31-ე წუთზე, პესტკამ დუბლი მიითვალა და პირველი ნახევარი „კრაკოვიამ“ 2:0 მოიგო, მეორე ტაიმში კი რასმუსენმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:0.

საინტერესოა, რომ მატჩის დაწყებამდე „კრაკოვიას“ გულშემატკივრებს სათამაშო დათუნიების შეძენა შეეძლოთ, რომლებიც მათი საყვარელი გუნდის პირველი გოლის ან მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ უნდა გადმოეყარათ. მასპინძლებს დიდხანს ლოდინი არ მოუწიათ და მე-9 წუთზე, მოედანი დათუნიებით დაიფარა, რომლებიც ბავშვებს გადაეცემათ.

გეტყვით, რომ კაკაბაძემ მატჩი სრულად ჩაატარა და ამ გამარჯვების შემდეგ, მის გუნდს 46 ქულა დაუგროვდა. „კრაკოვია“ მე-6 პოზიციას იკავებს და ბოლო ტურში „ლეგიას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდუ და მანე სიის მიღმა - პრემიერ ლიგის უცნაური გადაწყვეტილება
რონალდუ და მანე სიის მიღმა - პრემიერ ლიგის უცნაური გადაწყვეტილება