კრიშტიანუ რონალდუ, ერიკ ტენ ჰაგი
Aa
Aa

„გამოცდილია, მაგრამ დრო დასჭირდება" - რონალდუმ ტენ ჰაგზე ისაუბრა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ სუპერვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ „წითელი ეშმაკების“ ახალ მთავარ მწვრთნელზე, ერიკ ტენ ჰაგზე ისაუბრა. პორტუგალიელი ფეხბურთელის სიტყვები „მანჩესტერის“ ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა და კრიშტიანუს თქმით, იგი მოხარულია, ნიდერლანდელთან მუშაობის პატივი რომ ექნება.

„მის შესახებ ის ვიცი, რომ აიაქსში შესანიშნავი სამუშაო გასწია. ტენ ჰაგი გამოცდილი მწვრთნელია, მაგრამ მანჩესტერში დრო დასჭირდება და აუცილებელია, რომ ის ცვლილებები განხორციელდეს, რომლებიც მას სჭირდება.

რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ წარმატებას ერთად მივაღწევთ და მას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. მოხარულნი ვართ და მასთან თანამშრომლობის დაწყებას მოუთმენლად ველით. საუბარი არა მხოლოდ ფეხბურთელებზე, არამედ გულშემატკივრებზეც მაქვს. მას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ და იმედი მაქვს, მომდევნო სეზონში ტიტულებს დავისაკუთრებთ.“

შეგახსენებთ, რომ ერიკ ტენ ჰაგი ზაფხულში სერიოზული ცვლილებების გატარებას აპირებს. იტალიური პრესის ინფორმაციით, ნიდერლანდელი სპეციალისტის ერთ-ერთი სამიზნე პაულო დიბალა გახლავთ. Corriere dello Sport-ს თუ დავუჯერებთ, ტენ ჰაგი კლუბის ხელმძღვანელებს უკვე შეხვდა და მათ დიბალას გაფორმება სთხოვა. არგენტინელი შემტევი სეზონის ბოლოს, დიდი ალბათობით, თავისუფალი აგენტი გახდება და მანკუნიანელებს მის სანაცვლოდ გამოსასყიდი თანხის გადახდა არ მოუწევთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ევროპის საუკეთესო ძალოსანი - ტალახაძე მორიგი ტიტულისთვის იბრძვის
ევროპის საუკეთესო ძალოსანი - ტალახაძე მორიგი ტიტულისთვის იბრძვის