ანხელ დი მარია
Aa
Aa

დი მარია იუვენტუსის რადარზე - არგენტინელს კლუბის გამოცვლა სურს

ტურინის „იუვენტუსი“ პაულო დიბალას შემცვლელს ეძებს. არგენტინელი ფეხბურთელი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება და იტალიური პრესის ინფორმაციით, კარიერას „ინტერში“ გააგრძელებს. „ბებერი ქალბატონი“ დიბალას წასვლის შემდეგ გაჩენილი სივრცის შევსებაზეა ორიენტირებული და რამდენიმე კანდიდატი ჰყავს.

AS-ის ცნობით, „ბიანკონერის“ ერთ-ერთი სამიზნე ანხელ დი მარია გახლავთ. ამ უკანასკნელს სტაბილური სათამაშო დრო სურს, რათა მსოფლიო ჩემპიონატს ფორმაში შეხვდეს და მუნდიალის მიღმა არ დარჩეს. დი მარია ხვდება, რომ „პარი სენ-ჟერმენში“ ეს გაუჭირდება და ცვლილებებზე ფიქრობს.

Goal-ის ინფორმაციით, „იუვენტუსი“ დი მარიას ტრანსფერზე აქტიურად ფიქრობს. ტურინელები იმ რისკებს განიხილავენ, რომლებიც მის გადაბირებას ახლავს და არგენტინელის ასაკზე დიდ ყურადღებას ამახვილებენ. მოსალოდნელია, რომ უახლოეს საათებში „იუვე“ დი მარიას კონტრაქტს შესთავაზებს და თუ მხარეებმა საერთო ენა გამონახეს, „პარი სენ-ჟერმენის“ დაყოლიებაღა იქნება საჭირო.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, დი მარიამ 20 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მის ანგარიშზე 3 გოლი და 8 შედეგიანი გადაცემაა. სხვათა შორის, რამდენიმე წუთის წინ, ანხელმა მოიწონა „იუვენტუსის“ პოსტი, რომელშიც მომდევნო სეზონის ფორმის წარდგენაა ასახული და ამან აჟიოტაჟი გააძლიერა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კაკაბაძის საგოლე გადაცემა და დათუნიების წვიმა სტადიონზე - კრაკოვიამ ვისლა დაამარცხა
კაკაბაძის საგოლე გადაცემა და დათუნიების წვიმა სტადიონზე - კრაკოვიამ ვისლა დაამარცხა