„წინა თვის ფოტო არ გეგონოთ
Aa
Aa

„წინა თვის ფოტო არ გეგონოთ" - ბუდუს მორიგი აღიარება უნგრეთში

უნგრეთში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ბუდუ ზივზივაძე გამოარჩიეს. 28 წლის თავდამსხმელი თვის საუკეთესო გოლის ავტორი გახდა და ბუდუ ჯილდოს ზედიზედ მეორე თვეა იღებს, თუმცა გასულ თვეში „უიპეშტის" საუკეთესო მოთამაშე გახლდათ.

„ეს წინა თვეს გადაღებული ფოტო არაა. ბუდუ ზივზივაზე ზედიზედ მეორედ დააჯილდოეს, ოღონდ ამჯერად იგი თვის საუკეთესო გოლის ავტორი გახდა. ძალიან ლამაზი იყო, ბუდუ“, - წერს „უიპეშტის“ „ტვიტერის“ ოფიციალური გვერდი.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელი „უიპეშტში“ გადასვლის შემდეგ შესანიშნავად გამოიყურება. აპრილის თვეში, ბუდუმ 5 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. მისი კარგი თამაშის წყალობით, უნგრულმა კლუბმა 3 თამაში მოიგო და მხოლოდ „ფერენცვაროშთან“ დამარცხდა.

ცნობისთვის, ბუდუმ თავი უნგრეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში გამართულ შეხვედრაშიც გამოიჩინა. 33-ე ტურში, „უიპეშტი“ სტუმრად „მეზოკოვესდ-ჟორის“ დაუპირისპირდა და 3:2 იმარჯვა. ზივზივაძემ 71-ე წუთზე შეაგდო და ანგარიში 3:1 გახადა.

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდუ და მანე სიის მიღმა - პრემიერ ლიგის უცნაური გადაწყვეტილება
რონალდუ და მანე სიის მიღმა - პრემიერ ლიგის უცნაური გადაწყვეტილება