სუმო, ტოჩინოშინი, ნაცუ ბაშო
Aa
Aa

გამარჯვება ლამაზი ილეთით - ტოჩინოშინმა ზედიზედ მე-4 ბრძოლა მოიგო

ტოკიოში მიმდინარე „ნაცუ ბაშოზე“ მე-7 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-7 მაეგაშირა კოტოეკო იყო. რაც შეეხება მათ შორის ურთიერთშეხვედრებს, ქართველმა რიკიშიმ 6-დან 5 ორთაბრძოლა მოუგო და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა.

ამჯერად „ტოჩიმ“ უვატენაგეს ილეთით მოიგო.

გორგაძემ ბრძოლა აქტიურად დაიწყო, თუმცა სტარტზე მეტოქეს კარგი შანსი ჰქონდა, რომ უპირატესობა მიეღო, თუმცა ლევანმა მალევე ცალი მავაშის აღება შეძლო, რასაც ლამაზი ილეთით კოტოეკოს დოჰიოდან მოსროლა მოაყოლა.

ეს გორგაძისთვის ზედიზედ მე-4 გამარჯვებაა, რაც თავდაპირველად მიჯრით 3 მარცხს მოაყოლა.

ბაშოს მე-8 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-6 მაეგაშირა ურა კაზუკი იქნება, რომელსაც ქართველი აქამდე მხოლოდ 3-ჯერ შეხვდა, ერთი მოგება და 2 მარცხი, ბალანსი ასეთია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"ყალბი და საშინელი ხარ" - მესის ოჯახის მეგობარი პიკეს პასუხობს