რეალი, კარლო ანჩელოტი, კარიმ ბენზემა
Aa
Aa

ანჩელოტი: ბენზემა დღეს მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია

კარლო ანჩელოტიმ კარიმ ბენზემას მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი უწოდა.

„მიჭირს ბენზემას ვუწოდო მხოლოდ ცენტრფორვარდი, რადგან ის ფანტასტიკური შემტევი მოთამაშეა. ის არა მხოლოდ საუკეთესო ბომბარდირია, არამედ საგოლე პასებსაც აკეთებს და თამაშის წარმართვაში მონაწილეობას იღებს.

ის შესანიშნავი ფეხბურთელია და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამდენი გოლის გატანა შეუძლია. ვფიქრობ, დღეს ბენზემა მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია.

კარიმი რონალდუს წასვლის შემდეგ გახდა გუნდის ლიდერი, რადგან მაშინ კრიშტიანუს მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებოდა. რონალდუ სეზონში დაახლოებით 50 გოლს იტანდა და რეალისთვის მის გარეშე გოლების გატანა უფრო რთული იყო.

კარიმმა ეს პასუხისმგებლობა აიღო და უფრო მნიშვნელოვანი გახდა გუნდისთვის. მაგრამ ამ გუნდში ბევრი ლიდერია“,

- განაცხადა ანჩელოტიმ SiriusXM-თან საუბრისას.

ბენზემას მორიგი რეკორდი

„ლევანტესთან“ მატჩი კარიმისთვის ისტორიული იყო. „ბენზომ“ „რეალის“ მაისურით 323-ე გოლი გაიტანა და „სამეფო კლუბის“ ყველა დროის ბომბარდირთა სიაში რაულს გაუთანაბრდა. ფრანგ თავდამსხმელს ლიდერ რონალდუმდე 127 ბურთი აკლია. ვინისიუსისა და ბენზემას გარდა, გამორჩეული მატჩი ჰქონდა ლუკა მოდრიჩსაც. ამ უკანასკნელმა 3 საგოლე გადაცემა გააკეთა და ლიონელ მესის შემდეგ პირველია, ვინც ლა ლიგაში ეს შედეგი დააფიქსირა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"ყალბი და საშინელი ხარ" - მესის ოჯახის მეგობარი პიკეს პასუხობს