ჩავი ერნანდესი, რობერტ ლევანდოვსკი
Aa
Aa

ჩავი: ლევადოვსკის ასაკი? ეს მეორეხარისხოვანია, შეხედეთ ალვეშს, მოდრიჩს...

ჩავი მზადაა „ბარსელონაში“ რობერტ ლევანდოვსკი და სხვა ასაკოვანი მოთამაშეები მიიწვიოს.

- რობერტ ლევანდოვსკი 33 წლისაა. ბარსა ვეტერან მოთამაშეებს გაიფორმებს?

„დანი ალვეში 38 წლის ასაკში გავიფორმეთ. საქმე ასაკს კი არა, თამაშს ეხება.

ფეხბურთელები იმდენად სერიოზულად ზრუნავენ საკუთარ თავზე, ყოველწლიურად უფრო და უფრო პროფესიონალები ხდებიან. თითოეული მოთამაშე მთელი სამყაროა.

იბრაჰიმოვიჩი, მოდრიჩი, დანი ალვეში... ისინი დიდ კლუბებში არიან და ყველანი კარგად თამაშობენ. რონალდუც და მესიც. ასაკი არ არის პრიორიტეტი. მთავარია გაგვაუმჯობესებს თუ არა კონკრეტული ფეხბურთელი.

ჩვენ გვინდა დავიმატოთ ფეხბურთელები, რომლებიც მოედანზე განსხვავებას შექმნიან და გუნდს გააძლიერებენ. ცხადია, რომ 25-დან 33 წლამდე ასაკის ფეხბურთელი უფრო მომწიფებულია, ვიდრე ახალგაზრდები. ასაკი ჩვენთვის პრიორიტეტი არაა“.

- ამბობს ჩავი.

ლევანდოვსკი ბარსელონასთან ძალიან ახლოსაა

გერმანული Sport1-ის ცნობით, „ბაიერნმა“ „ბარსელონას“ მოლაპარაკებების დაწყების დაჩქარებისკენ მოუწოდა. მიუნხენელებს სურთ, რომ ყველაფერი რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს და მათ ოფიციალური წინადადება მიიღონ.

წყარო წერს, რომ „ბარსა“ პოლონელს 3-წლიან კონტრაქტზე უკვე შეუთანხმდა. ამჯერად მხოლოდ „ბაიერნის“ თანხმობა რჩება, რომ კატალონიელებმა მათ ოფიციალური წინადადებით მიმართონ.

ტრანსფერის სავარაუდო თანხად 35-40 მილიონი ევრო სახელდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კლოპი: ბაიერნში წასვლა შემეძლო, ეს არ მოხდება...
კლოპი: ბაიერნში წასვლა შემეძლო, ეს არ მოხდება...