Aa
Aa

"ის საკვანძო ფეხბურთელია" - ჩავის დე იონგის წასვლა არ უნდა

ესპანელმა ცნობილმა ჟურნალისტმა ხერარდ მორენომ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ფრენკი დე იონგი „ბარსელონას“ დატოვებს და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შეუერთდება.

ამ ფაქტს არაერთი ცნობილი ადამიანი გამოეხმაურება. ჟურნალისტები ბარსას მწვრთნელს, ჩავი ერნანდესს ხშირად უსვამენ კითხვებს, მაგრამ ესპანელი სპეციალისტი პასუხისგან თავს იკავებს.

„ბლაუგრანას“ ლეგენდას, დე იონგთან დაკავშირებული კითხვები ყელში ამოუვიდა და განცხადება გაავრცელა, რომელიც ფაბრიციო რომანომ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დადო.

ჩავი:

„ბევრჯერ ვთქვი, რომ ფრენკი მნიშვნელოვანი და საკვანძო ფეხბურთელია. აქ საქმე გუნდის ფინანსურ მდგომარეობასაც ეხება და ყველაფერი მალე გადაწყდება. ზოგადად, ფრენკის შესახებ არ ვსაუბრობთ“

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდელი ნახევარმცველი კატალონიურ გრანდს 2019 წელს შეუერთდა. 2019 წლიდან დღემდე, დე იონგმა „ბარსელონას“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 138-ჯერ მოირგო, 13 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები